საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 231 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 231 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 231 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ეს წინა დღის მონაცემებთან შედარებით 21%-იანი ზრდაა.

შედეგად, საფრანგეთში ვირუსის გავრცელების შემდეგ დაღუპულია 1331 ადამიანი.

ამასთან, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ამ ეტაპზე აღრიცხულია მხოლოდ იმ პაციენტების გარდაცვალება, რომლებიც საავადმყოფოებში იყვნენ. ამიტომ მთავრობა ვარაუდობს, რომ როდესაც მათ ექნებათ მოხუცებულთა სახლებში გარდაცვლილების მონაცემები, შესაძლოა, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა 13%-ით მოიმატა. „კოვიდ 19“-ის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 25 233 ინფიცირებულია აღრიცხული.

2827 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და მათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროებათ. საფრანგეთს სულ 8000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვს.