საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 29,398 ადამიანია დაღუპული.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა 156 813-ია.
საფრანგეთის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 10 909 პაციენტი მკურნალობს. მათგან 871 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.