საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 404 ადამიანი
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 404 ადამიანი

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 404 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით 2 914 725 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანა მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

საფრანგეთში პანდემიამ, საერთო ჯამში, 70 687 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი