საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 131 ინფიცირებული
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 131 ინფიცირებული

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 131 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 2 473 354 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, პანდემიამ 60 549 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.