საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 96 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 96 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სულ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 27 625 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემებით, აქედან 17 412 შემთხვევა საავადმყოფოებში დაფიქსირდა, ხოლო 10 213 ხანდაზმულთა სახლებში.
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში განთავსებული პაციენტების რაოდენობა იკლებს და ახლა ეს მაჩვენებელი 19 432-ს შეადგენს.