საფრანგეთში ბოლიდების მიტოვებული კოლექცია აღმოაჩინეს
საფრანგეთში ბოლიდების მიტოვებული კოლექცია აღმოაჩინეს

საფრანგეთში ფორმულა 1-ის ბოლიდების “სასაფლაო” აღმოაჩინეს. კოლექცია შედგება “ფერარის”, “ლოტუსისა” და “რენოს” 80-იანი და 90-იანი წლების მანქანებისგან.

თუმცა, როგორც Auto.cz ვარაუდობს, ეს არ არის ფორმულა 1-ის ორიგინალი მანქანები, არამედ, მათი ასლები.

აღნიშნავენ, რომ ბოლიდები, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში არიან, ღია ცის ქვეშ დგომის გამო, არ ემთხვევიან ნომრებით ორიგინალურ ბოლიდებს. ვარაუდობენ, რომ მიტოვებული მანქანები ეკუთვნოდა კერძო კოლექციონერს ან მუზეუმს.