საფრანგეთში ათასობით მოქალაქე სამუშაო ადგილების შემცირებას აპროტესტებს
საფრანგეთში ათასობით მოქალაქე სამუშაო ადგილების შემცირებას აპროტესტებს

საფრანგეთში პანდემიის გამო სამუშაო ადგილების შემცირების გასაპროტესტებლად, ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

დემონსტრანტების ნაწილი კომპანია „ბრიჯსთოუნის“ მიერ 800 თანამშრომლის, ასევე სუპერმარკეტების ქსელ „ოშანის“ მიერ 1 500 თანამშრომლის გათავისუფლების გეგმას აპროტესტებენ.

აღსანიშნავია, რომ „ოშანი“ მკაცრი კარანტინის პერიოდში მუშაობას განაგრძობდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ზომები მხოლოდ კომპანიებს ეხმარება და მის თანამშრომლებს არ იცავს.

საპროტესტო აქციები მარსელში, ტულუზაში, ბორდოში, ლიონში და სანტ-ეტიენში გაიმართა. საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნულ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ 2020 წლის დასასრულისთვის ქვეყანაში უმუშევრობის დონე სავარაუდოდ 9.5 პროცენტს მიაღწევს.