საფრანგეთში ათასობით ფერმერმა პარიზისკენ მიმავალი გზები ტრაქტორებით გადაკეტა
საფრანგეთში ათასობით ფერმერმა პარიზისკენ მიმავალი გზები ტრაქტორებით გადაკეტა

საფრანგეთში, მთავრობის პოლიტიკისა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის ფარგლებში ათასობით ფერმერმა პარიზისკენ მიმავალი გზები ტრაქტორებით გადაკეტა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მოგვიანებით, ფერმერები ელისეის მინდვრებზე და ტრიუმფალურ თაღთან შეიკრიბებიან.

საპროტესტო აქცია ორგანიზებულია ფერმერთა ორი უმსხვილესი პროფკავშირის მიერ, რომლებიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრას ითხოვენ.

დემონსტრაციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მთავრობის პოლიტიკა საფრანგეთის სოფლის მეურნეობას აზარალებს. კერძოდ, ისინი პესტიციდების გამოყენების შეზღუდვასა და მთავრობის რამდენიმე ინიციატივას აპროტესტებენ.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე საპროტესტო აქცია ბერლინში გერმანელმა ფერმერებმაც გამართეს.

დატოვე კომენტარი