საფრანგეთში აქციებისას 130 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში აქციებისას 130 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთიში გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს, ბოლო მონაცემებით, 130 ადამიანი დააკავეს. შესაბამისი მონაცემები ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა გაასაჯაროა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ დემონსტრაციებში სულ 106 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებისას 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ხუთი სამართალდამცველი.

საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ იყო ორგანიზებული. პარიზში აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში გზები გადაკეტეს, ბარიკადები ააგეს და მათ ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პარიზში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 3 000 პოლიციელი გაიყვანეს.