საფრანგეთში 9 ივლისიდან ღამის კლუბები ამუშავდება
საფრანგეთში 9 ივლისიდან ღამის კლუბები ამუშავდება

საფრანგეთში 9 ივლისიდან ღამის კლუბები ამუშავდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.

„ივლისში ღამის კლუბები გარკვეული წესებით გაიხსნება“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა.

ღამის კლუბები საფრანგეთში შარშან მარტიდან არ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, მაისში საფრანგეთში გაიხსნა კაფეების ღია ტერასები, ხოლო ივნისიდან მათ მომხმარებელთა მიღება უკვე დახურულ სივრცეებშიც შეუძლიათ.