საფრანგეთში 5-ზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, 500 ადამიანი ევაკუირებულია
საფრანგეთში 5-ზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, 500 ადამიანი ევაკუირებულია

საფრანგეთში 5-ზე მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ევაკუირებულია 500 ადამიანი, – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ძლიერი მიწისძვრა საფრანგეთში, ქალაქ ლა როშელთან ახლოს გამთენიისას, ადგილობრივი დროით 04:27 საათზე მოხდა.

მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მრავალი საცხოვრებელი სახლი დანგრევის საფრთხის წინაშეა. ამასთან, მედიის ცნობით, ამ დროისთვის 500 ადამიანი ქალაქიდან სიფრთხილის მიზნით არის ევაკუირებული.

როგორც მედია წერს, რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომელთაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მაღალი ძაბვის ხაზი, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათასზე მეტი ადამიანი.