საფრანგეთში 3 აპრილიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება
საფრანგეთში 3 აპრილიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

საფრანგეთში ერთი თვით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხდა.

მისი თქმით, კარანტინის რეჟიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 აპრილიდან შევა ძალაში.

მაკრონის თქმით, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის გავრცელების ძირითადი მიზეზი ვირუსის „ბრიტანული შტამია“.

კარანტინის რეჟიმი მოიცავს კომენდანტის საათის დაწესებასაც, რომელიც 19:00 საათიდან იმოქმედებს. ამასთან, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლიდან 10 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება აეკრძალებათ.

5 აპრილიდან საფრანგეთში დაიხურება სკოლები და ბაღები, ხოლო სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში ლექციებზე დასწრებას კვირაში ერთხელ შეძლებენ.

საფრანგეთში ამჟამად კორონავირუსის მესამე ტალღა ვრცელდება. ქვეყნის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 5 000 კოვიდპაციენტი რჩება.