საფრანგეთსა და პოლონეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდა
საფრანგეთსა და პოლონეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდა

საფრანგეთსა და პოლონეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გამკაცრებული ზომები საფრანგეთში 16 მილიონ ადამიანს შეეხება. ახალი რეგულაციების მიხედვით, სილამაზის სალონების გარდა, დაიხურება ბიზნესების უმეტესობა, ასევე ღია იქნება სკოლები და მოსახლეობას სუფთა ჰაერზე ვარჯიშის უფლება ექნება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 92 ათასზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება პოლონეთს, ქვეყანაში მომდევნო სამი კვირით იხურება მაღაზიები, სასტუმროები, კულტურული და სპორტული დაწესებულებები.

პოლონეთში „კოვიდ-19“ ყოველდღიურად 20 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება, რაც ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 48 ათასზე მეტი ადამიანი.