საფრანგეთს ევროვიზიაზე ბილალ ჰასანი წარადგენს

საერთაშორისო ჟიურისა და ფრანგი ტელემაყურებლის გადაწყვეტილებით, ევროვიზიის საფრანგეთის შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ბილალ ჰასანი გახდა.

„მეფე“ (Roi) – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც 19 წლის მომღერალი ექსპო თელ ავივის სცენიდან ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება.

ბილალ ჰასანი წარმოშობით მაროკოელია. ის პარიზში დაიბადა და ფრანგმა მაყურებელმა იუთუბერობით გაიცნო.

საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, მომღერალს 50 ქულა, ხოლო ტელემაყურებლის 150 ქულა ხვდა წილად და ჯამში 200 ქულით მოახერხა საფრანგეთის წარმომადგენლის ტიტულის მოპოვება.

შეგახსენებთ, საფრანგეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დიდი ხუთეულის წევრია და მისი წარმომადგენელი 18 მაისს, გრანდიოზულ ფინალში იმღერებს.