საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი გაუგზავნა

19:13, 25.11.2022

საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი გაუგზავნა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე, თითოეულს რამდენიმე ათეული ბინის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.

„მოსახლეობის დასახმარებლად, საფრანგეთი უგზავნის უკრაინას 100 მძლავრ გენერატორს მაშინ, როდესაც რუსეთს სურს, ზამთარი ომის იარაღად აქციოს“, – დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ „ტვიტერში“.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გენერატორები უკვე გზაშია და უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

მსგავსი