საფრანგეთმა სიცილიის სანაპიროსთან რუსეთთან დაკავშირებული ტანკერი დააკავა
საფრანგეთმა სიცილიის სანაპიროსთან დააკავა რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„სამშაბათს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წევრები ავიდნენ ნავთობის ტანკერ Deliver-ის ბორტზე, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან საზღვაო სამართლის დარღვევით გადაადგილდებოდა“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
მაკრონმა განაცხადა, რომ Deliver-ი დაკავშირებულია რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“, რომელიც გამოიყენება უკრაინაში 2022 წლის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბრიდან საფრანგეთმა ოთხი გემი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.
La Marine Nationale a arraisonné mardi le pétrolier Deliver alors qu’il transitait au large de la Sicile en infraction avec le droit de la mer.
Cette nouvelle action contre la flotte fantôme, conduite quelques jours après une opération similaire par le Royaume-Uni… pic.twitter.com/5Gjn43MhLr
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 25, 2026