საფრანგეთმა საბერძნეთის საჰაერო ძალებს „რაფალეს“ ტიპის ექვსი ერთეული მულტიფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი მიჰყიდა

12:19, 13.09.2021

საფრანგეთმა საბერძნეთის საჰაერო ძალებს „რაფალეს“ ტიპის ექვსი ერთეული მულტიფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს ფარლი ავრცელებს.

„შესანიშნავი სიახლე – ახლახანს საბერძნეთმა დამატებით ექვსი ერთეული „რაფალეს“ შეძენის ინიციატივა გამოთქვა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ნამდვილი ევროპული ავტონომიის შექმნაზე“, – დაწერა ფარლიმ „ტვიტერზე“.

საერთო ჯამში, საბერძნეთმა 24 ერთეული ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო. ოფიციალურმა ათენმა მანამდე 18 თვითმფრინავი შეიძინა, ხოლო მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება კიდევ ექვსი ერთეული შესყიდვაზე.

 

მსგავსი