საფრანგეთმა ჯანდაცვის სფეროს 3 000-მდე თანამშრომელს დადგენილ ვადებში აუცრელობის გამო, საქმიანობის უფლება შეუჩერა
საფრანგეთმა ჯანდაცვის სფეროს 3 000-მდე თანამშრომელს დადგენილ ვადებში აუცრელობის გამო, საქმიანობის უფლება შეუჩერა

საფრანგეთმა ჯანდაცვის სფეროს 3 000-მდე თანამშრომელს დადგენილ ვადებში აუცრელობის გამო, საქმიანობის უფლება შეუჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადებით, შეზღუდვები შეეხოთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ჯერ არ დაუწყიათ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ზრუნვის უწყვეტობა, ზრუნვის უსაფრთხოება და ზრუნვის ხარისხი უზრუნველყოფილია ყველა საავადმყოფოსა და სოციალურ დაწესებულებაში“, თუმცა რამდენიმე მომსახურება, ძირითადად ტექნიკური, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან კორონარული ანგიოგრამა, რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორი ითვლის 2,7 მილიონ თანამშრომელს და საქმიანობის უფლების შეჩერება მხოლოდ დროებითია.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სავალდებულო გახადა ივლისის შუა რიცხვებში, ვადა 15 სექტემბრამდე იყო მითითებული. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 84 პროცენტი სრულად არის აცრილი.

დატოვე კომენტარი