საფრანგეთმა იტალიას დამაჯერებლად მოუგო
საფრანგეთმა იტალიას დამაჯერებლად მოუგო

იტალიის ნაკრებმა რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი წააგო. ნიცაში “სკუადრა აძურა” მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთთან დამარცხდა – 1:3.

პირველ ტაიმში სტუმრებმა უმტიტისა და გრიზმანის (პენალტით) გოლებს ბონუჩის ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. პირველი ნახევარი ფრანგებმა 2:1 მოიგეს, მეორეში კი უსმან დემბელემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
საფრანგეთი: ლორისი, პავარი, უმტიტი, რამი, ერნანდესი (მენდი, 62), ტოლისო (მატუიდი, 77), კანტე, პოგბა (ნ`ზონზი, 86), მბაპე (ტოვენი, 83), გრიზმანი (ჟირუ, 77), დემბელე (ლემარი, 71).
იტალია: სირიგუ, დ`ამბროზიო (ფლორენცი, 74), ბონუჩი, კალდარა, დე შილიო, პელეგრინი (კრისტანტე, 66), ჟორჟინიო (ბონავენტურა, 78), მანდრაგორა, ბერარდი (ინსინიე, 74), ბალოტელი (ბელოტი, 86), კიეზა (ძაპაკოსტა, 88).

საფრანგეთის ნაკრები შემდეგ ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, იტალია 4 ივნისს ჰოლანდიას შეხვდება.

დატოვე კომენტარი