საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ურანის ლითონის წარმოებასთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილება დაგმეს

20:37, 12.02.2021
FILE PHOTO: An Iranian flag flutters in front of the International Atomic Energy Agency (IAEA) headquarters in Vienna, Austria September 9, 2019.   REUTERS/Leonhard Foeger/File Photo

FILE PHOTO: An Iranian flag flutters in front of the International Atomic Energy Agency (IAEA) headquarters in Vienna, Austria September 9, 2019. REUTERS/Leonhard Foeger/File Photo

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ურანის ლითონის წარმოებასთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილება დაგმეს. მათი თქმით, ეს ირანის მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს.

ამ კვირის დასაწყისში ატომური ენერგიის საერთაშრისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანი ურანის ლითონის დამზადების გეგმას აგრძელებდა, მას შემდეგ, რაც თეირანმა დასავლეთის ქვეყნები თავისი მიზნით შეაშფოთა, ისეთი მასალა ეწარმოებინა, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.

„ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს ქმედებები და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი შეუსაბამო ნაბიჯი არ გადადგას. ირანი ძირს უთხრის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიზნების სრულად განხორციელებისთვის განახლებული დიპლომატიის შესაძლებლობებს “, – ნათქვამია საერთო განცხადებაში.

მსგავსი