საფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „რაფალის“ ტიპის ავიაგამანადგურებლები განალაგა
საფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „რაფალის“ ტიპის ავიაგამანადგურებლები განალაგა

საფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „რაფალის“ ტიპის ავიაგამანადგურებლები განალაგა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თვითმფრინავების გაგზავნა იქ არსებული სამხედრო ბაზების დაცვას ისახავს მიზნად.

„მათ ჩვენს ბაზებზე საჰაერო სივრცის დაცვის ოპერაციები ჩაატარეს“, – განაცხადა ბარომ.

ფრანგ მინისტრს არ დაუკონკრეტებია თვითმფრინავების მიერ განხორციელებული მისიები ან მონაწილეობდნენ თუ არა ისინი დრონების ან რაკეტების ჩამოგდებაში, რომლებიც შესაძლოა, ბაზებს ემუქრებოდნენ.

საფრანგეთმა ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმა გააკრიტიკა. ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გარეთ განხორციელდა.