საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ „ფრანს პრესის“ ჟურნალისტის უკრაინაში დაღუპვის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ „ფრანს პრესის“ ჟურნალისტის უკრაინაში დაღუპვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ „ფრანს პრესის“ ჟურნალისტის უკრაინაში დაღუპვის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, გამოძიება შესაძლო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე დაიწყო.

„ფრანს პრესის“ ჟურნალისტი არმან სოლდენი ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, სოლდენი კოლეგებთან ერთად ქალაქ ჩასოვი იართან იმყოფებოდა. საარტილერიო ჭურვი ჟურნალისტის სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.