საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა
French President Emmanuel Macron (L) welcomes Russian President Vladimir Putin during a meeting at the Chateau de Versailles near Paris, France, May 29, 2017. REUTERS/Alexander Zemlianichenko/Pool
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი განიხილეს და ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელეს.
დღეს კი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ფრანგულ-რუსული ერთობლივი საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი.