საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი იწყება. სარკოზის კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსიილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.

65 წლის ყოფილ პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.

საქმეში ფიგურირებს სარკოზის ყოფილი ადვოკატიც.

თავად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და სასამართლოში „ბრძოლის“ პირობას დებს.

ამასთან, საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა მოსამართლე ჟილბერ აზიბერმა უკვე მოითხოვა სასამართლო პროცესის გადადება და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.

სარკოზიმდე საფრანგეთში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი გაასამართლეს. თუმცა, ის სასამართლოში არასდროს მისულა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებდა.

ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სულ ოთხი გამოძიება მიმდინარეობს. 16 ოქტომბერს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს „დანაშაულებრივ ჯგუფში“ მონაწილეობაში დასდეს ბრალი. საქმე ეხება 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას. ბრალდების მიხედვით, სარკოზის კამპანიაში ლიბიიდან აფინანსებდნენ.

ამას გარდა, 2021 წლის 17 მარტს და 15 აპრილს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა, რომელზეც სარკოზის მიერ 2012 წელს წარმოებული საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხება. გამოძიება ამტკიცებს, რომ 2012 წლის კამპანიის დროს გაწეული ხარჯები ხელოვნურად იყო შემცირებული.

დატოვე კომენტარი