კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის თასის გათამაშება პირველ დეკემბრამდე შეჩერებულია. ამის შესახებ იტყობინება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
ყველა მატჩი, რომელიც უნდა გამართულიყო ზამთრის პირველ დღემდე, გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ზუსტი თარიღი გაირკვევა მოგვიანებით, კორონავირუსის სიტუაციიდან გამომდინარე.
ამასთან, კალენდრის მიხედვით გაგრძელდება საფრანგეთის ჩემპიონატი მამაკაცებსა და ქალებს შორის. ეს ეხება ეროვნული ნაკრების მატჩებსაც.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, ლიგა 1-ის შარშანდელი სეზონი არ დასრულდა.