საფრანგეთის სტუდენტური მოძრაობის ლიდერები, განათლების სფეროში მთავრობის მიერ შეთავაზებული ზომების მიუხედავად, აქციების გაგრძელებას აპირებენ

11:55, 27.10.2026

საფრანგეთის სტუდენტური მოძრაობის ლიდერები განათლების სფეროში მთავრობის მიერ შეთავაზებული ზომების მიუხედავად, საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. გავაგრძელებთ ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა უფროსკლასელთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლუი ლეტუბლონმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობამ საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნებზე საპასუხოდ განათლების სისტემაში ახალი ზომები წარადგინა.

მთავრობის მიერ შეთავაზებული ზომები მოიცავს ზოგიერთი საშუალო სკოლის კლასში მოსწავლეთა რაოდენობის ზედა ზღვრის დაწესებას, სკოლების განახლებისთვის 4 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფას და 2028 წლისთვის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის იმ სისტემის ჩანაცვლებას, რომელსაც სტუდენტები სოციალურად უსამართლოდ მიიჩნევენ.

მსგავსი