საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ 200%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ ტრამპის განცხადება შოკის მომგვრელია და ევროპამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ 200%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ ტრამპის განცხადება შოკის მომგვრელია და ევროპამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ენი ჟენევარი აცხადებს, რომ ფრანგულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე 200%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის „მუქარა შოკის მომგვრელია“.

ჟენევარის თქმით, „საფრანგეთისა და ფრანგული მეღვინეობის წინააღმდეგ მტრული განცხადება“ საფრანგეთმა და ევროპამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვონ.

როგორც ენი ჟენევარმა აღნიშნა, ამას ეწოდება „აშკარა იძულება და ეკონომიკური იარაღის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“.

„დიახ, ეს შოკის მომგვრელად მიმაჩნია. ორმაგად შოკის მომგვრელია საფრთხის მასშტაბის გამო. შანტაჟის ინსტრუმენტი, რომლითაც დონალდ ტრამპი იმუქრება, გვართმევს შესაძლებლობას, ღვინო და ცქრიალა ღვინო ექსპორტზე ორიენტირებულ ბაზარზე გავიტანოთ“, – ციტირებს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვებს Le Figaro.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე 200-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს.

„არავის სჭირდება მაკრონი, რადგან ის მაინც ძალიან მალე დატოვებს ადმინისტრაციას. მტრულად თუ არიან განწყობილი, მე დავაწესებ 200%-იან ტარიფებს მათ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე და ის შემოუერთდება საბჭოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.