საფრანგეთის სკოლაში დანით თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
საფრანგეთის სკოლაში დანით თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

საფრანგეთის სკოლაში დანით თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც „როიტერი“ იუწყება, ინციდენტი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ნანტში მდებარე კერძო სკოლაში მოხდა. დაიღუპა უფროსკლასელი, სამი ადამიანი კი დაიჭრა.

როგორც მედია წერს, თავდამსხმელი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, დაკავებულია.

ამასთან, მედიიც ცნობით, 15 წლის მოსწავლის შეჩერება პედაგოგებმა პოლიციის მისვლამდე შეძლეს.

მომხდარის გამო სკოლიდან მოწაფეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანაგებო სიტუაციების სამსახურები.

მედიის ცნობით, თავდასხმის ადგილას დღეს საფრანგეთის განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები მივლენ.