საფრანგეთის შსს - საფრანგეთში აქციებში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობს
საფრანგეთის შსს - საფრანგეთში აქციებში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებში 30 000 ადამიანი მონაწილეობს. დაკავებულთა რიცხვი კი 700-ს აღწევს.

ფრანგული მედიის ცნობით, აქცია პარიზის რამდენიმე უბანში გრძელდება. პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება ოპერასთან. აქტივისტების ნაწილი ქალაქში ბარიკადებს აშენებს. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც პოლიციის დამატებით ძალები გააგზავნეს. მობილიზებულია სპეცტექნიკაც.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია დღეს ზედიზედ მეოთხედ იმართება. მომიტინგეები სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისმის მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც. პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ აირს იყენებს.