საფრანგეთის შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, 24 ოქტომბერს დაგეგმილი საყოველთაო დემონსტრაციებისას მობილიზებული სამართალდამცველების რაოდენობა 17 ოქტომბრის მაჩვენებელს 20%-ით გადააჭარბებს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 24 ოქტომბერს დაგეგმილი საყოველთაო დემონსტრაციების დროს მობილიზებული სამართალდამცველების რაოდენობა 17 ოქტომბრის მაჩვენებელს 20%-ით გადააჭარბებს.
„სამართალდამცველთა განლაგების მასშტაბი გასულ კვირასთან შედარებით 20%-ით გაიზარდა“, – განაცხადა ჟან-დიდიე ბერჟერმა BFMTV-თან საუბრისას.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ჩაერთვებიან ანტიტერორისტული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, ელიტური პოლიციისა და ჟანდარმერიის ქვედანაყოფები. ასევე გამოყენებული იქნება ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა.
ფრანგული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 60 000 პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული.