საფრანგეთის შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ
საფრანგეთის შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ

​​ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარი შესაძლოა, შემთხვევითობა ყოფილიყო, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.

მე-15 საუკუნის ტაძარში ხანძრის შედეგად, ვიტრაჟები და დიდი ორღანი დაიწვა. გამოძიება ხანძრის განზრახ გაჩენის მუხლით მიმდინარეობს. ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა უკვე გაათავისუფლეს.

„ამ ეტაპზე, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაულებრივი აქტი იყო. გამოძიება დაწყებულია. შესაძლოა, ეს შემთხვევითობაც ყოფილიყო“, – აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ნანტის ტაძარში ხანძარი 18 ივლისს გაჩნდა. ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძრის საქმეზე პოლიციამ ეპარქიის მოხალისე დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. საფრანგეთის პოლიცია 39 წლის რუანდელ ლტოლვილს ხანძარში ეჭვმიტანილად აღარ განიხილავს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობები დაზუსტებულია და ის დამნაშავე არ არის.