საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იტალიის პრემიერს უუნარო უწოდა და მარინ ლე პენს შეადარა, რის გამოც საფრანგეთში იტალიის ვიცე-პრემიერის ვიზიტი გაუქმდა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იტალიის პრემიერს უუნარო უწოდა და მარინ ლე პენს შეადარა, რის გამოც საფრანგეთში იტალიის ვიცე-პრემიერის ვიზიტი გაუქმდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მარინ ლე პენს შეადარა, რის გამოც საფრანგეთში იტალიის ვიცე-პრემიერის ვიზიტი გაუქმდა.

დასავლური მედიის ცნობით, საფრანგეთსა და იტალიას შორის ურთიერთობები მიგრანტების ნაკადის მართვასთან დაკავშირებით დაიძაბა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლება მიგრაციის პრობლემების მართვაში ქმედუუნაროა.

„ქალბატონ მელონის, რომელიც ხელმძღვანელობს ქალბატონ ლე პენის მეგობრების მიერ არჩეულ უკიდურეს მემარჯვენე მთავრობას, არ შეუძლია გადაჭრას მიგრაციის პრობლემები, რისთვისაც იგი აირჩიეს. სიმართლე ისაა, რომ ტუნისში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო უამრავი ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი, იძულებულია, ევროპისკენ იტალიის გავლით გაემგზავროს. იტალიას არ შეუძლია, მართოს ეს მიგრაციული ზემოქმედება. მელონი ლე პენს ჰგავს, იგი აირჩიეს „თქვენ ნახავთ, რასაც ნახავთ“ საფუძველზე, შემდეგ კი ვხედავთ, რომ იმიგრაცია არ ჩერდება და იზრდება“, – განაცხადა გერალდ დარმანინმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს რომმა სწრაფად უპასუხა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ანტონიო ტაიანის საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.