საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო 110 000 ადამიანია ევაკუირებული, ამ მასშტაბის ხანძარი არასდროს გვინახავს

23:32, 24.07.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრების გამო 110 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

„ჩვენ არასდროს გვინახავს ამ მასშტაბის ხანძარი“, – განუცხადა ნუნიესმა ფრანგულ მედიას და განმარტა, რომ დღეს დაახლოებით 50 მეხანძრე დაშავდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხანძარი მიმართულებას მუდმივად იცვლის; ამჟამად ის აღმოსავლეთისკენ, ბორდოს მიმდებარე ტერიტორიისკენ ვრცელდება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბორდოს აეროპორტი ამჟამად დახურულია.

ცნობისთვის, უახლესი მონაცემებით, საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრების გამო ევაკუირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 135 000-სს მიაღწია.

მსგავსი