საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – მე უარს ვამბობ, დავემორჩილო ულტრამემარცხენეთა ინტელექტუალურ ტერორს, რომ არეულობის მომწყობი პირები წარმოადგენენ მსხვერპლს, ხოლო პოლიცია – აგრესორს
French Interior Minister Gerald Darmanin attends a ceremony in tribute to French GIGN gendarme Marechal des Logis-Chef Arnaud Blanc, who was killed in an operation against illegal gold mining in French Guiana, at the French National Gendarmerie Intervention Group (GIGN) base of Versailles-Satory in Versailles, west of Paris, on March 31, 2023. - The 35-year-old elite gendarmerie sub-officer was killed in the French overseas territory in South America on March 25, 2023, after being shot by an armed group during the operation. (Photo by Ludovic MARIN / POOL / AFP)
როდესაც იწყება ძალადობა, სამართალდამცავების ვალდებულებაა, თქვან, გაჩერდით, – ეს განცხადება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა, სადაც მან ქვეყანაში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, 16 მარტიდან მიტინგებზე დაშავდა 1093 პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრე, აღირიცხა ცეცხლის გაჩენის 2579 შემთხვევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმის 316 შემთხვევა.
მისივე ინფორმაციით, აქციებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 36 სხვადასხვა საქმეზე.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ „მას არასდროს აუკანკალდება ხელი, რათა დასაჯოს ის პოლიციელები, ვინც საკუთარ უნიფორმას არ სცემენ პატივს“.
დარმანინი ასევე ამბობს, რომ არ უჭერს მხარს განცხადებებს, სადაც საუბარია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. როგორც ის აცხადებს, 2021 წელს ძალის გადამეტების გამო 111 პოლიციელი და ჟანდარმი დაისაჯა.
„როდესაც იწყება ძალადობა, რაშიც ერთვებიან ბანდიტები და ულტრამემარცხენეები, მაშინ სამართალდამცავების ვალდებულებაა, თქვან – გაჩერდით. მე უარს ვამბობ, დავემორჩილო ულტრამემარცხენეთა ინტელექტუალურ ტერორიზმს, რომელიც გულისხმობს ღირებულებების ცვლილებას, რა შემთხვევაშიც არეულობის მომწყობი პირები წარმოადგენენ მსხვერპლს, ხოლო პოლიცია – აგრესორს“, – ამბობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.