სეუტას ანკლავში შექმნილი ვითარების გამო, საფრანგეთმა ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავში კრიზისის გამო ესპანეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.
ნუნესის განცხადებით, სასწრაფო ზომები მიიღეს ესპანეთის საზღვარზე კონტროლის გასამკაცრებლად.
„სეუტის ანკლავში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გუშინ საღამოს განკარგულება გავეცი, დაუყოვნებლივ გამკაცრებულიყო კონტროლი ესპანეთის საზღვარზე. გარდა ამისა, საფუძვლიანი შემოწმებების ჩასატარებლად ვგზავნით სასაზღვრო სწრაფი რეაგირების ძალებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში სეუტას ტერიტორიაზე მაროკოდან ზღვითა და ხმელეთით, სულ მცირე, 49 000 მიგრანტი შევიდა. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით კი, სულ მცირე, 18 მიგრანტი დაიღუპა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას.
Face à la situation constatée dans l’enclave de Ceuta, j’ai, dès hier soir, donné des instructions pour renforcer sans attendre les contrôles à la frontière espagnole. Par ailleurs, j’active la Force Frontière d’intervention rapide pour des contrôles en profondeur.
— Laurent Nuñez (@NunezLaurent) July 31, 2026