საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებზე 530-მდე ადამიანი დაშავდა
საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს 530-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.
უწყების მონაცემებით, სულ დაშავებულია 528 ადამიანი, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.
კასტანერის თქმით, დაშავებულია 92 პოლიციელი. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მანიფესტაციების თავისუფლება საავტომობილო მოძრაობის ბლოკირების, ასევე კომერციული და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის უფლებას არ იძლევა.
საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე საწვავის ფასის ზრდისა და გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე სამი დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, ასევე მოახდინეს ავტოგასამართი სადგურების, საწვავის საცავებისა და სუპერმარკეტების ბლოკირება. ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა