საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეთა რეფერენდუმში გამარჯვებას ახალ კალედონიაში არეულობა მოჰყვა
ახალ კალედონიაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეთა გამარჯვებას არეულობა მოჰყვა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, დაპირისპირება გამწვავდა ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დედაქალაქ ნუმეაში შეყვანილია უსაფრთხოების ძალების მძიმე ტექნიკა.
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაში რეფერენდუმი კვირას, 4 ნოემბერს ჩატარდა და მასში ამომრჩეველთა 80%-მდე მიიღო მონაწილეობა.
ამომრჩეველთა 56 %-მა ახალი კალედონიის დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა, რასაც დამოუკიდებლობის მომხრეთა უკმაყოფილება და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
არქიპელაგის თანმიმდევრული დეკოლონიზაციის შესახებ 1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2022 წლამდე დამოუკიდებლობის შესახებ კიდევ ორი რეფერენდუმის გამართვაა შესაძლებელი.