საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის განცხადებით, უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდიან

00:10, 14.04.2022

საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შეიარაღებული ძალების მინისტრის, ფლორენს პარლის თქმით, უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთი ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის.

ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა სახის აღჭურვილობაზეა საუბარი. მანამდე, საფრანგეთმა უკრაინას 100 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა უკვე მიაწოდა.

მსგავსი