საფრანგეთის სეიმის წევრი - ფრანგულენოვანი ქვეყნები ყველანაირად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს
საფრანგეთის სეიმის წევრი - ფრანგულენოვანი ქვეყნები ყველანაირად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს

საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს.

როგორც საფრანგეთის სეიმის წევრმა, ფრანკოფონიის ფრანგული სექციის პრეზიდენტმა, ამელია ლაკრაფმა განაცხადა, ფრანგულენოვანი ქვეყნები ყველანაირად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის. მე წარმოვადგენ ფრანგულენოვან ქვეყნებს და ყველანაირად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მის ასოცირებულ წევრად არჩევას. იმის ჩვენება, რომ ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საომარ მოქმედებებს აწარმოებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციაში საქართველო სრულუფლებიან წევრად იქნას მიღებული“, – განაცხადა ამელია ლაკრაფმა.