საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელები გადასცა

10:32, 17.10.2025

საფრანგეთში რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი ყურაშვილმა იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს, ოდრე აზულეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-იუნესკო-ს თანამშრომლობის მიმდინარეობისა და გაღრმავების გზებზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის მანდატით გაერთიანებულ სფეროებს – განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და კომუნიკაცია.

შეხვედრისას გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იუნესკო-ს საქმიანობაში აქტიური ჩართულობის, ორგანიზაციის მიზნებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი