საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური მარინ ლე პენს დაუჭერს მხარს, დანარჩენი კანდიდატები კი ემანუელ მაკრონს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური მარინ ლე პენს დაუჭერს მხარს, დანარჩენი კანდიდატები კი მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.
„მარინ ლე პენის წინაშე დგას ადამიანი, რომელმაც ორი მილიონი ემიგრანტი შემოუშვა. მე არ შევცდები ჩემს მოწინააღმდეგეში. ამიტომ მოვუწოდებ ჩემს ამომრჩეველს, ხმა მისცეს მარინ ლე პენს“, – თქვა ზემურმა წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
პარიზის მერმა, ან იდალგომ თავის ამომრჩევლებს მეორე ტურში ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„იმისათვის, რომ საფრანგეთი არ ჩაიძიროს ყველას მიმართ, ყველას წინააღმდეგობის სიძულვილში, გთხოვთ, 24 აპრილს ხმა მისცეთ მარინ ლე პენის უკიდურესი მემარჯვენეების წინააღმდეგ, ემანუელ მაკრონისთვის კენჭისყრით“, – აღნიშნა ან იდალგომ.
საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა კონსერვატორმა ვალერი პეკრესმა და თქვა, რომ მარინ ლე პენის ძალაუფლებაში მოსვლა ქაოსს გამოიწვევს. ულტრამემარცხენე ჟან ლუკ მელანშონმა მაკრონის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლე პენმა ერთი ხმაც კი არ უნდა მიიღოს.
ეგზიტპოლების
თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა ხმათა 28.1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი 23.3 პროცენტი. შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.