საფრანგეთის სამხრეთში ძლიერი ტორნადოს შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერი ტორნადოს შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. სტიქიამ ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს და წააქცია ხეები, რამაც რეგიონში სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 2 800-მდე ოჯახი.
ყველაზე მეტად პირენეს მთებში მდებარე ქალაქი პომა დაზარალდა, სადაც სულ 1000-მდე მოსახლე ცხოვრებს. სტიქიამ აქ სულ მცირე 300 სახლი დააზიანა. დაშავდა 15 ადამიანი მათ შორის ორსული ქალი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი.
მოწყობილია თავშესაფრები. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარის სიჩქარემ საათში 117 კმ შეადგინა.