საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წყალდიდობაა
Rescue workers on small boats help residents in a flooded area as the Charente River overflows in Saintes after days of rainy weather causing flooding in western France, France, February 8, 2021. REUTERS/Stephane Mahe
კოკისპირული წვიმების შედეგად საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წყალდიდობაა. სხვა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის საფრთხე გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ყველაზე ძლიერი წყალდიდობა ბორდოდან 115 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ სენტში მოხდა, სადაც მდინარე შარანტა თითქმის რეკორდულ დონემდე ადიდდა.
ასობით ადამიანი ევაკუირებული იქნა, რადგან სახლების სარდაფებში ჩასულმა წყალმა ელექტროსადენებამდე ჩააღწია და ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს დატბორილი სახლებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა.
სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქ სენტში სამსახურმა დაახლოებით 400 ადამიანის ევაკუირება მაოხდინა, ხოლო 800-მდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლი საკუთარი ნებით დატოვა.