საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ გააუქმა სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაკავების ორდერი, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გაიცა
საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ გააუქმა სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაკავების ორდერი, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გაიცა

საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ გააუქმა სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაკავების ორდერი, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გაიცა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის იმუნიტეტი გაუქმების გამონაკლისს არ ექვემდებარება სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაშიც.

ამავე დროს, საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლემ, კრისტოფ სუალრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ბაშარ ასადი აღარ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, მის წინააღმდეგ შესაძლებელია, გაცემული იყოს დაკავების ახალი ორდერები და საქმეების გამოძიება, შესაძლოა, გაგრძელდეს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ბაშარ ასადის დაკავების ორდერი 2023 წელს გამოსცა 2013 წლის აგვისტოში ზარინის აირის გამოყენების გამო, რასაც, აშშ-ის სადაზვერვოს ინფორმაციით, ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ადრასა და დუმაში. იანვარში საფრანგეთმა ასადის წინააღმდეგ მეორე დაკავების ორდერი გასცა 2017 წელს სირიის ქალაქ დერაას დაბომბვის გამო, რასაც საფრანგეთის მოქალაქე ემსხვერპლა. ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად გასული წლის დეკემბერში რუსეთს შეაფარა თავი, მას შემდეგ, რაც დამასკო ამბოხებულთა ძალებმა დაიკავეს.