საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება
საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება

საფრანგეთი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, ქრისტოფ ლემუანმა განაცხადა.

ფრანგი დიპლომატის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და რომლებზეც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა მიჯაჭვულობა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

„საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ის გმობს ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება და პრესის თავისუფლება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.