საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი ისრაელს მოუწოდებს, დაასრულოს დესტრუქციული კამპანია, რომელსაც აღარ აქვს რაიმე სამხედრო დასაბუთება
საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი ისრაელს მოუწოდებს, დაასრულოს დესტრუქციული კამპანია, რომელსაც აღარ აქვს რაიმე სამხედრო დასაბუთება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ღაზაში ისრაელის გაძლიერებული სამხედრო ოპერაციები.

„საფრანგეთი ისრაელს მოუწოდებს, დაასრულოს ეს დესტრუქციული კამპანია, რომელსაც აღარ აქვს რაიმე სამხედრო დასაბუთება და რაც შეიძლება სწრაფად განაახლოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის გათავისუფლების მიზნით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაძლიერებული თავდასხმა ხდება „უკიდურესად მწვავე ჰუმანიტარულ პირობებში“.

„საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, დაუყოვნებლივ მოხსნას ყველა შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე, რათა შესაძლებელი გახდეს მისი დაუყოვნებელი, მასშტაბური და შეუფერხებელი მიწოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.