საფრანგეთის საგარეო უწყება – ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები

15:55, 20.06.2025
le ministre des Affaires étrangères, Hubert Védrine (C) pose en compagnie des ambassadeurs de France dans le monde, le 28 août au Quai d'Orsay à Paris, dans le cadre de la conférence annuelle des ambassadeurs. (Photo by JOEL SAGET / AFP)

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები.

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მინისტრებმა „აღნიშნეს, რომ ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის“.

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ნებისმიერ დროს მზად არის ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.

მსგავსი