საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო უწყებაში აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი დაიბარეს

10:13, 25.08.2025

ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთში აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი დაიბარეს.

ამასთან, სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კუშნერმა ემანუელ მაკრონს წერილი მისწერა, სადაც საფრანგეთის მთავრობა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არასაკმარის ქმედებაში დაადანაშაულა.

„გწერთ საფრანგეთში ანტისემიტიზმის დრამატული ზრდისა და თქვენი მთავრობის მიერ მასთან საბრძოლველად საკმარისი ქმედებების არარსებობის გამო. საფრანგეთში დღე არ გადის ისე, რომ ქუჩებში ებრაელებს თავს არ დაესხან, სინაგოგები, სკოლები ან ებრაული მაღაზიები არ დააზიანონ“, – აღნიშნულია წერილში.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, კუშნერის ბრალდებები „მიუღებელია“.

„ელჩის ბრალდებები მიუღებელია და არღვევს საერთაშორისო სამართალს. კერძოდ, სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია 1961 წლის ვენის კონვენციით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი