საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბელარუსში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეებისთვის რეკომენდებულია ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება და ბელარუსში ჩასვლისგან თავის შეკავება.

უწყების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი მოქმედებებისა და ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, ბელარუსში ნებისმიერი მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. სამინისტრო მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებას ლიეტუვის, ლატვიის ან პოლონეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან ურჩევს.

ბელარუსში გამგზავრბეისგან მოქალაქეებს თავის შეკავებას ურჩევენ ასევე გერმანიისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროები.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის არაპროგნოზირებადი შედეგებისა და რუსი სამართალდამცველების მიერ თვითნებური დაკავების რისკის გამო.