საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამწუხაროდ, ფრაზა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ძალიან მალე გადაიქცევა ფრაზად „ამერიკა მარტო“
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამწუხაროდ, ფრაზა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ძალიან მალე გადაიქცევა ფრაზად „ამერიკა მარტო“

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპულ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფები ბრუტალური და მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა სამაუწყებლო კომპანია LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ზომები მექსიკისა და კანადისთვისაც არის გათვალისწინებული. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ პროპორციულ ზომებს. სამწუხაროდ, ფრაზა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ძალიან მალე გადაიქცევა „ამერიკა მარტო“. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მულტილატერალიზმის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ჩვენ არ გვსურს სავაჭრო ომში ჩართვა და იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის მიერ წარმოებული აგრესიული იზოლაცია დასრულდება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის, კანადისა და მექსიკისთვის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ დააანონსა. ცვლილება ძალაში პირველი ივნისიდან შევა. ჩამონათვალში მყოფ ქვეყნებს აშშ ფოლადზე 25%-იან, ალუმინზე კი 10%-იან ტარიფებს დაუწესებს.